მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 15  ოქტომბერი  2016

    ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთზე პირველი მატარებლის გავლას წლის ბოლოსთვის ელოდებიან

    ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა პრაქტიკულად დასრულებულია.

    როგორც აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელმა დჯავიდ გურბანოვმა განაცხადა, მშენებლობა საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიებზე დასრულებულია.

    „თურქულმა მხარემ პრაქტიკულად დაასრულა ყარსის რაიონში, გვირაბში რკინიგზის ხაზის მშენებლობა. დარჩენილია დაახლოებით 60-80 მეტრი, რომლის მშენებლობაც უახლოეს მომავალში დასრულდება. შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რკინიგზის ხაზის მშენებლობა პრაქტიკულად დასრულებულია. გეგმის მიხედვით, პირველი მატარაბელი რკინიგზის ხაზზე წლის ბოლომდე გაივლის“,- აღნიშნა გურბანოვმა.

    ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელება 2007 წელს დაიწყო. აღნიშნული რკინიგზა სამი ქვეყნის - აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე შენდება და მისი გაშვება მიმდინარე წლის ბოლომდეა დაგეგმილი. პროექტი ახალი სატრანსპორტო დერეფანია, რომელიც აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სარკინიგზო ხაზებს გააერთიანებს და ახალ რკინიგზას წელიწადში 17 მილიონი ტონა მოცულობის ტვირთის გატარების პოტენციალი ექნება. საწყის ეტაპზე ეს მაჩვენებელი ერთი მილიონი მგზავრისა და 6.5 მილიონი ტონა ტვირთის დონეზე იქნება, სატვირთო მოცულობა მუდმივად გაიზრდება და როგორც ანგარიშში წერია, წელიწადში 17 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა იგეგმება. 

     

     

     

     


პარტნიორები