მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 15  ოქტომბერი  2016

    თბილისში 20-მდე ველოსადგომი მოეწყობა

    თბილისში ველოსადგომების მოწყობა იწყება. თბილისის ველომოყვარულთა კლუბის ხელმძღვანელი თამაზ თიკანაძე რადიო „კომერსანტთან" აცხადებს, რომ პირველი ველოსადგომი სანაპიროზე მდებარე იუსტიციის სახლთან მოეწყო, რომელიც შენობის გარეთ დაცულ ტერიტორიაზეა გათნავსებულია და მისი გამოყენება ნებისმიერ ველომოყვარულს შეუძლია. თიკანაძე ამბობს, რომ თბილისის მერიასთან თანამშრომლობით დედაქალაქში უახლოეს პერიოდში დამატებით 20-მდე ველოსადგომი მოეწყობა ძირითადად ცენტრალურ გამზირებზე.

    „ ადგილები შერჩეული გვაქვს. ეს იქნება დედაენის ბაღთან, ვაკის პარკთან, თსუ-ს, რამდენიმე კორპუსთან არის მოთხოვნები ველომოყვარულების მხრიდან. თუმცა შესაძლებელია სადგომი ისეთ ადგილასაც მოეწყოს საიდანაც მოთხოვნა არ არის რადგან გაჩნდეს მოტივაცია და მოქალაქეებმა აღარ გამოიყენონ საზოგადოებრივი ტრანსპორტი" ამბობს თიკანაძე. მისივე თქმით, ველოსადგომები უფასო იქნება.

    თიკანაძის მონაცემებითვე , დღეისათვის თბილისში 1000 მდე აქტიური ველომოყვარულია თუმცა მათი რაოდენობა იზრდება. ველომოყვარულთა კლუბის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამ ეტაპზე დედაქალაქში საცდელი ველოსადგომი კეთდება რადგან ველოსადგომებისა და ველოტრასები მოწყობა თბილისის გენ.გეგმაში იქნება ჩადებული, რომელზე მუშაობაც ჯერ არ დასრულებულა. თამაზ თინაკაძე იმედს გამოთქვამს, რომ თბილისის მეორე ორივე პროექტს განახორციელებს.

     

     

     

     

     


პარტნიორები