მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 15  ოქტომბერი  2016

    ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა პრაქტიკულად დასრულებულია

    ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა პრაქტიკულად დასრულებულია - აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ „აზერბაიჯანის რკინიგზის" ხელმძღვანელმა რკინიგზელთა პროფესიული დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ისაუბრა.


    ჯავიდ გურბანოვის თქმით, მშენებლობა აზერბაიჯანის და საქართველოს ტერიტორიაზე დამთავრდაა.


    მისივე ცნობით, თურქულმა მხარემ ყარსის რაიონში, გვირაბში გზის მშენებლობა პრაქტიკულად დაასრულა. „დარჩა 60-80 მეტრამდე, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება. ასე რომ შეიძლება ითქვას, რკინიგზის მშენებლობა პრაქტიკულად დასრულებულია. პირველი მატარებელი როგორც დაგეგმილი იყო, წლის ბოლომდე გაეშვება" - განაცხადა ჯავიდ გურბანოვმა.


    ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე შენდება. პროექტი 2007 წელს დაიწყო. რკინიგზის სიგრძე ჯამში 826 კილომეტრია. ახალი მაგისტრალი შესაძლებლობა აჩენს უმოკლესი გზით, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით, აზიური ტვირთები ევროპაში გადაიზიდოს. პირველ ეტაპზე, მგზავრთგადაყვანა 1 მილიონი, ხოლო ტვირთბრუნვა 6,5 მილიონი ტონა იქნება. რკინიგზის პიკურმა გამტარიანობამ წელიწადში 17 მილიონ ტონას უნდა მიაღწიოს.

     

     

     


პარტნიორები