მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 15  ოქტომბერი  2016

    გოსტიბე - ცხავერის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია იწყება

    კასპის მუნიციპალიტეტში, სოფლების გოსტიბე - ცხავერის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები იწყება.

    ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ შპს „სამშენებლო - სამონტაჟო საექსპლოატაციო საწარმო ჩელიაბინსკტრანსსიგნალი“- ს საქართველოს ფილიალსა და კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის, სამუშაოების წარმოებაზე ხელშეკრულება უკვე გაფორმდა.

    საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის 10 მილიონ ლარამდე გამოყო. გოსტიბე - ცხავერის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პროექტი, აღნიშნული ფონდიდან 625 525 ლარით დაფინანსდა.

    2014 წლის 12 დეკემბერს სოფელ ცხავერის მოსახლეობამ 22 - წლიანი პაუზის შემდეგ ელექტროენერგია მიიღო, სოფელში 2017 წლისათვის გაზიფიცირებაც იგეგმება.


პარტნიორები