სიახლეები
-
ნაკიფუ - ლეწურწუმე - ჩხოროწყუს გზის ტენდერი გამოცხადდა
წალენჯიხა - ნაკიფუ - ლეწურწუმე - ჩხოროწყუს საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა.
საქართველომ მიიღო ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან (EIB) დაფინანსება ურბანული რეკონსტრუქციისა და განვითარების პროექტი (URDP) განსახორციელებლად და განზრახული აქვს ამ სახსრებით დაიწყოს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტში წალენჯიხა - ნაკიფუ - ლეწურწუმე - ჩხოროწყუს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია“.
პროექტი ითვალისწინებს წალენჯიხა - ნაკიფუ - ლეწურწუმე - ჩხოროწყუს გზის რეაბილიტაციას სიგრძით 9,291 მ. ერთფენიანი ა/ბეტონის (5 სმ) საფარის მოწყობას შავი ღორღის საფუძველზე. სავალი ნაწილის სიგანე 6 მ. ეზოში შესასვლელების, წყალამრიდი მილების და მიერთებების მოწყობას.
გამოცხადებულ ტენდერთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ თანდართული ბმული.
https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=206421&lang=ge




