მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 12  ოქტომბერი  2016

    უზნაძის ქუჩაზე 100 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა იგეგმება

    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ" პირობიან ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა ქალაქ თბილისში, დ. უზნაძის ქუჩა N14–ში მდებარე 2796.00 კვ.მ უძრავი ქონება, რომლის საწყისი გასაყიდი ფასი 800 000 აშშ დოლარს შეადგენს.

    საპრივატიზებო პირობების მიხედვით მყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს:

    თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სულ მცირე 100 ნომრიანი სასტუმროსა და კომერციული ფართების მოწყობა;

    6 000 000 აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება;

    16 თვის ვადაში საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ შემუშავებული პროექტით, მათ მიერვე განსაზღვრულ ტერიტორიაზე 1 600 კვ.მ. არქეოლოგიური ცენტრის შენობის უსასყიდლოდ სახელმწიფოს სასარგებლოდ აშენება.

    ელექტრონული აუქციონი დასრულდება 2016 წლის 1 ნოემბერს 17.00 საათზე.

    აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ აღნიშნულ ბმულს: https://www.eauction.ge/Home/EntityView/356297

    სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ ყველა დაინტერესებულ პირს იწვევს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად.


პარტნიორები