მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 12  ოქტომბერი  2016

    "უძრავი ქონების ბაზარზე ძალიან ცოტა კომპანიაა, რომელსაც გრძელვადიანი ხედვა აქვს"

    საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ძალიან ცოტა კომპანიაა, რომელსაც გრძელვადიანი ხედვა აქვს - ამის შესახებ საქართველოში უძრავი ქონების კომპანია TERNES Real Estate Fund-ს დამფუძნებელი საშა ტერნესი რადიო „კომერსანტთან" საუბრობს.


    საშა ტერნესის განმარტებით, უძრავი ქონების ბაზარზე დომინანტი პოზიციებით აქვთ დეველოპერულ კომპანიებს, რომლებიც აშენებენ სახლებს და მალევე ყიდიან. „ძალიან ცოტა მოთამაშეა გრძელვადიანი ხედვით, რომელიც აშენებს სახლებს იმ მიზნით, რომ შეინარჩუნოს და გრძელვადიანი გაქირავებით მიიღოს შემოსავალი. სწორედ ეს არის ჩვენი ფონდის ნიშა" - აცხადებს ტერნესი.


    მისივე თქმით ძალიან ხშირად მოკლე ვადაზე გათვლილი ხედვა აისახება მშენებლობის ხარისხზე, რადგან როდესაც ვიღაცას სურს მიიღოს შემასავალი გაქირავების შედეგად 10-20 წლის განმავლობაში მშენებლობის ხარისხზეც ფიქრობს. მისივე თქმით, მათი ფონდი სიფრთხილეს იჩენს სტარნდარტული საცხოვრებელი სახლების პროექტებში ინვესტირებისას, რადგან ბაზარზე სულ უფრ მეტი საცხოვრებელი პროექტებია და ბინების ფასებმაც დაიწია ან დასტაბილურდა და პირიქით გაიზარდა მიწის ფასი.


    TERNES Real Estate Fund-ს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ფოკურისებას მაინც კომერციულ უძრავ ქონებაზე, ოფისებზე აკეთებენ. არსებობს მოთხოვნა ა-კლასის საოფისე ფართებზეც.


    საშა ტერნესის განცხადებითვე, მათი ფონდი ახალ შესაძლებლობებს აძლევს მომხმარებელს და ამ მხრივ პიონერია. „ ჩვენ ვიღებთ ფულს სხვადასხვა ინვესტორებისგან და შემდეგ ვყიდულობთ კომერციულ ქონებას ერთობლივად, ეს ქონება კი სტაბილურ შემოსავალს გენერირებს გრძელვადიანი გაქირავების საშუალებით,არის პოტენციალი, რომ საშუალოდ 7 წლის შემდეგ, როდესაც ამ ქონებას გავყიდით, მისი საბაზრო ფასი მეტი იქნება და მოგებაც გაიზრდება" განმარტავს ტერნესი.


    ირკვევა, რომ TERNES Real Estate Fund-ის შეთავაზებით ძირითადად უცხოელი ინვესტორები ინტერესდებიან. ქართველი ინვესტორებიც აბანდებენ თანხებს უძრავ ქონებაში, თუმცა უმრავლესობა ჯერ კიდევ აკვირდება მიდგომას, რომ მათ ქონებას ფონდი მართავს.


    „პროკრედიტ ბანკის" ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ საბანკო დეპოზიტები ყოველთვის იარსებობს და მისი ფონდის მიზანი დეპოზიტების ჩანაცვლება არაა, თუმცა ამბობს, რომ აუცილებელია არსებობდეს ალტერნატივა. „სამწუხაროდ კაპიტალის ბაზარი საქართველოში კარგად განვითარებული არაა და მოსახლეობას დეპოზიტის ალტრენატივა არ აქვს აქედან გამომდინარე შექმნილ ვითარებაში საინვესტიციო ფონდებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ" - დასძენს საშა ტერნესი.

     

    უძრავი ქონების სააგენტო - TBILISI-HOUSE.GE

     

     


პარტნიორები