სიახლეები
-
სოფელ ცხრამუხაში, ეკლესიის მიმდაბარე ტერიტორიაზე, სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით, სოფელ ცხრამუხაში, ეკლესიის მიმდაბარე ტერიტორიაზე, სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოეწყობა გამწვანების ზოლი, დაიგება ქვაფენილი, დამონტაჟდება ლამპიონები, დასასვენებელი სკამები, სანაგვე ურნები.
სამუშაოებისთვის 36 329 ლარია გამოყოფილი. სკვერის კეთილმოწყობა მიმდინარე წლის ბოლოსთვის დასრულდება.




