მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 12  ოქტომბერი  2016

    თბილისში ელექტრომობილების დასამუხტი სადგურები მოეწყობა

    კომპანია E-space-ი თბილისში ელექტომობილების დასამუხტი სადგურების მოწყობას გეგმავს. კომპანიის დამფუძნებელი სულხან გვალია რადიო „კომერსანტთან" ამბობს, რომ მიმდინარე თვეში თბილისში , რამდენიმე სადგური მოეწყობა კუს ტბის ასახვევში და ევროპის მოედანზე, მთლიანობაში კი წელს სულ 25 სადგურის მოწყობაა დაგეგმილი. გვალიას განცხადებით, მომავალ წელს დასამუხტი სადგურების რაოდენობა მთელს საქართველოში 100 - მდე გაიზრდება, ავტობანზე კი 3 სწრაფი დამტენი განთავსდება.

     

    E-space-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ დღეისათვის დიდი კომპანიებისთვის, რომლებიც ელექტრომობილებს აწარმოებენ საქართველო საინტერესო არ არის, ამიტომ „ი-სპეისმა"ამ მიმართულებით ინვესტიციის განხორციელება გადაწყვიტა.


    „ უახლოეს 2-3 წელიწადში იმის პერსპექტივა, რომ ელექტრომობილების რაოდენობა მეტი იქნება, ვიდრე საწვავზე მომუშავე ავტომობილების, არ არის, თუმცა მთელს მსოფლიოში არის დინამიკა, რომ ელექტრომობილების რაოდენობა იზრდა. გარდა იმისა, რომ ელექტრომობილი ეკოლოგიის თვალსაზრისით საუკეთესო არჩევანია, ფასის მხრივ ბევრად მიმზიდველი ხდება . მათი ღირებულება 2-3 წელიწადში ერთხელ ღირებულება 30%-ით მცირდება და ხელმისაწვდომი ხდება მოსახლეობისთვის" - აცხადებს გვალია.


    მისივე განცხადებით, მომავალი წლის ბოლომდე მათ ქსელში ელექტრომობილების დამუხტვა უფასო იქნება და ეს გადაწყვეტილება კომპანიის ინვესტიციაა მომავალში.

    რაც შეეხება ტექნიკურ დეტალებს, ე.წ ქალაქის ელექტრომობილებს კვირაში საშუალოდ 3-ჯერ დატენვა სჭირდება. სწრაფი დატენვის ხანგრძლივობა კი ნახევარი საათიდან საათნახევრამდე გრძელდება.


    E-space-მა ტექნოლოგია ავსტრიიდან შემოიტანა. სულხან გვალია ამბობს, რომ ჩაატარეს კვლევა, რომელი მწარმოებელია ყველაზე ეფექტური და კომპანია შესაბამისად შეარჩიეს. უახლოეს პერიოდში კომპანია ელექტრომობილების საკუთარი სალონის გახსნასაც გეგმავს, სადაც მომხმარებელს ავტომობილის შეძენა შეეძლება და სალონისთვის შესაბამისი ფართიც უკვე შერჩეულია. გვალია ამბობს, რომ დღეს მოქალაქეებს თვითონ შემოყავთ ავტომობილები. გასულ წელს მათი რაოდენობა 20 იყო, წელს კი საქართველოში სულ 50 ელექტრომობილია.

     

     

     


პარტნიორები