მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 11  ოქტომბერი  2016

    ნუცუბიძის ქუჩის კაპიტალური შეკეთება დასრულებულია

    შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" თბილისში შალვა ნუცუბიძის ქუჩის კაპიტალური შეკეთება დაასრულა.
    4 კმ-მდე სიგრძის გზაზე განახლდა სანიაღვრე ქსელი, მოეწყო ახალი სათვალთვალო და წყალამიმღები ჭები, დამაგრდა ბაზალტის ბორდიურები, მოწესრიგდა ტროტუარები; მოეწყო საგზაო სამოსი, შესაბამისი საფუძვლით, დაიგო ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, გაკეთდა ეზოებთან მისასვლელები.
    პროექტი თბილისის მერიის დაკვეთით განხორციელდა, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტმა 2 მლნ 771 ათასი ლარი გამოჰყო.
    სამუშაოებზე 60 ადამიანი დასაქმდა.


პარტნიორები