მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 11  ოქტომბერი  2016

    ფოთში თანამედროვე სტანდარტების ბულვარის მოწყობა ოქტომბერში დასრულდება

    ფოთში სანაპირო ზოლზე თანამედროვე სტანდარტების ბულვარის მოწყობა თვის ბოლოს დასრულდება.

    ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ზურაბ ჯამბურია რადიო „კომერსანტთან" აცხადებს, რომ მალთაყვაში ბულვარის სიგრძე 2 კილომეტრი და 700 მეტრი იქნება. ტერიტორიაზე მოეწყობა ყველანაირი ინფრასტრუქტურა გასახდელები, საშხაპეები, განათების სისტემა, კაფე-ბარები. სანაყინეები, საჩრდილობლები. „ ტენდერი აზერბაიჯანულმა კომპანია „პირამიდა FR-მა" მოიგო, ტენდერის თანხა 4 მილიონ 180 ათსი ლარია, სამუშაოები კარგი ტემპით მიდის და წესით ვადებში უნდა ჩაჯდეს" აცხადებს ჯამბურია. მისივე თქმით, ბულვარის კეთილმოწყობის მშემდეგ ფოთში ტურისტების რაოდენობაც გაიზრდება.

     

    „წლევანდელ სეზონზე ფოთში სანაპირო გავასუფთავეთ და ურეკიდან და ქობულეთიდან დასმვენებლები ჩვენთან ჩამოდიოდნენ. დამსვენებლებს ქვიშიანი პლიაჟი უნდათ და ჩვენც არ ველოდით ამ რაოდენობის ხალხს, სანაპირო ზოლის მოწყობის შემდეგ კი ტურისტების ნაკადი კიდევ უფრო გაიზრდება"-დასძენს ჯამბურია.




    ბულვარის მოწყობის მიზნით ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში 2015 წელს კომპანია ,,პირამიდა FR''-ის პროექტმა გაიმარჯვა, პროექტის განხორციელება გასულ წელსვე დაიწყო.

     

     

     

     

     

     

     


პარტნიორები