სიახლეები
-
ანაკლიამდე მისასვლელი რკინიგზის პროექტი 100 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდება
"საქართველოს რკინიგზისთვის" ანაკლიამდე მისასვლელი სარკინიზგო მონაკვეთის პროექტი უკვე აქტიურ ფაზაშია. როგორც რკინიგზის გენერალური დირექტორი "ბიზნესკონტრაქტთან’’ აცხადებს, 18 კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის პროექტირება მომავალი წლიდან დაიწყება.
"ჩვენ მოდერნიზაციის პროექტს დავასრულებთ 2019 წელს. ანაკლიის პორტის პროექტის ფარგლებში "საქართველოს რკინიგზას" აქვს ვალდებულება ააშენოს ახალი სარკინიგზო მონაკვეთი, რომლის სიგრძე გახლავთ დაახლოებით 18 კილომეტრი. მომავალ წელს დავიწყებთ საპროექტო სამუშაოებს და იმ პერიოდისთვის, როცა ანაკლიის პორტში შემოვა პირველი გემი, "საქართველოს რკინგზა" მზად იქნება მიიღოს პირველი ტვირთები’’ - აცხადებს მამუკა ბახტაძე.
შეგახსენებთ, ანაკლიის პორტი ექსპლუატაციაში 2020 წლისთვის უნდა შევიდეს.
როგორც მამუკა ბახტაძე ამბობს, 18 კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის ბიუჯეტი რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი იქნება და ის 100 მილიონ დოლარს გადააჭარბებს.




