სიახლეები
-
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე, სამუშაოები მიმდინარეობს.
ქ. საჩხერეში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე, დაზიანებული საყრდენი კედლის აღდგენის სამუშაო მიმდინარეობს.
საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოთხოვნის საფუძველზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია "მშენებელი 2012" გახდა, რომელიც 197 500 ლ შეასრულებს აღნიშნულ სამუშაოს.
საყრდენი კედლის აღდგენის შემდეგ მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ აღნიშნული ტერიტორია გამწვანდება და დამონტაჟდება ხელოვნული ჩანჩქერი, ასევე მოეწყობა გარეგანათება, საფეხმავლო ბილიკები, დასასვენებელი მერხები და ურნები.




