სიახლეები
-
Business Insider: ევროპაში ყველაზე იაფად საცხოვრებლის დაქირავება თბილისშია შესაძლებელი
ევროპულ ქალაქებს შორის ყველაზე იაფად საცხოვრებელის დაქირავება ონლაინ დაჯავშნის პორტალ AIRbnb-ის მეშვეობით თბილისშია შესაძლებელი.
Business Insider ევროპის 25 ქალაქის სიას აქვეყნებს, სადაც სასტუმროების, ჰოსტელებისა და ბინების დაქირავება ყველაზე იაფია. სიაში პირველი ადგილი სწორედ საქართველოს დედაქალაქმა დაიკავა.
გამოცემის ცნობით, თბილისში ერთი ღამის გატარება საშუალოდ 23,60 ფუნტად არის შესაძლებელი.
მეორე ადგილზე სიიაფის მიხედვით სერბეთის დედაქალაქი ბელგრადია, აქ ღამის გატარება 25,9 ფუნტი ღირს. მესამე ადგილზეა თურქეთის ქალაქი სტამბოლი, სადაც, გამოცემის მიხედვით, ღამის გატარება 25,9 ფუნტი ჯდება.
ამავე სიაში მოხვდნენ საფრაგნეთის ქალაქი ნანტი (£ 36,9), ლატვიის დედაქალაქი რიგა (£35,4), გერმანიის ქალაქი ლაიფციგი (£31,4), საბერძნეთის ქალაქი სალონიკი (£26,7), ბულგარეთს დედაქალაქი სოფია (£26,7), რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტი (£26,7), უკრაინის დედაქალაქი კიევი (£27,5) და ა.შ.
Airbnb ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული პორტალია, რომელსაც ტურისტები ხშირად იაფი საცხოვრებილის მოსაძებნად იყენებენ.




