მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 08  ოქტომბერი  2016

    ხაშურში სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

    7 ოქტომბერს ხაშურში სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
    მშენებლობის პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა იოსებ ოქრომელიძემ და ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილთან ერთად შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადეს.
    სპორტული კომპლექსის მშენებლობა ორწლიანი მასშტაბური პროექტია, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრებითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.
    პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 500 მაყურებელზე გათვლილი საკალათბურთო/სახელბურთო და საჭიდაო დარბაზების მოწყობა, მეორე სართულზე განთავსდება საჭადრაკო ოთახი და სატრენაჟორო დარბაზი. მოეწყობა მცირე საკონფერენციო დარბაზი და კაფე/სასადილო. შენობაში განთავსდება 40 ადამიანზე გათვლილი სასტუმროც. სპორტული კომპლექსი ყველა თანამედროვე სტანდარტის დაცვით აიგება და ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.
    სამუშაოების ჯამური ღირებულება 2 213 257 ლარს შეადგენს.
    სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროექტი 2017 წლის ივნისის ბოლოს დასრულდება.


პარტნიორები