მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 07  ოქტომბერი  2016

    შეკვეთილის 5* სასტუმრო და სპა კომპლექსის მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება (ფოტო)

    შეკვეთილის 5* სასტუმრო და სპა კომპლექსი საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ერთ-ერთი მიმდინარე პროექტია, რომელიც წელს დასრულდება.

    თანაინვესტირების ფონდის ცნობით, პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა $80 მლნ ამერიკული დოლარია.

    პროექტის ფარგლებში დასრულებულია ძირითადი სამშენებლო სამუშაოები და საჩვენებელი სასტუმრო ნომერი. ამჟამად მიმდინარეობს მოსაპირკეთებელი სამუშაოები.

    "სასტუმროში იფუნქციონირებს 220 ნომერი ხედით ზღვაზე, 1,600 მ³ მოცულობის აკვარიუმი, ზღვაში 150 მ-ზე შეჭრილი აუზი, ღია და დახურული საცურაო აუზები, ზამთრის ბაღი და თემატური რესტორნები. ასევე ხელმისაწვდომი იქნება სპა და მაგნიტური ქვიშის პროცედურები. სასტუმროში განთავსდება ბავშვთა გასართობი ცენტრი, წყლის გიგანტური ტოპოგანი, სპორტული მოედნები, კინოთეატრი და კეთილმოწყობილი სასეირნო ბილიკები.

    მსგავსად ფონდის ყველა პროექტისა, შეკვეთილის სასტუმრო და სპა კომპლექსშიც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის ინფრასტრუქტურის მოწყობას.

    პროექტის ფარგლებში, Marriott-ის უმაღლესი კატეგორიის საერთაშორისო ბრენდის Autograph Collection-ის მიერ უზრუნველყოფილი იქნება მომსახურების უმაღლესი დონე", - განმარტავენ ფონდში.


პარტნიორები