სიახლეები
-
ბოხვაური-შემოქმედის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა
საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ბოხვაური-შემოქმედის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა. მოეწყო ასფალტობეტონის საფარი. განხორციელდა გზის მოხაზვა. პირველ ეტაპზე დასრულდა 975 მეტრიანი საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია. მოასფალტებამდე განხორციელდა ხიდების, მილხიდებისა და მოსახლეების ეზოს მიმდებარე გადასასვლელების არმირება და დაცემენტება. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება შეადგენს - 398 841 ლარს. პროექტი გარდამავალია. გზის ნაწილის რეაბილიტაცია მომავალი წლიდან გაგრძელდება.





