სიახლეები
-
ომალოში მცირე ზომის აეროდრომის მშენებლობა განიხილება
ომალოში მცირე ზომის აეროდრომის მშენებლობა განიხილება.ადგილზე არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით ომალოში სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია და შპს „საქაერონავიგაციის" გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი იმყოფებოდნენ.
მათ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად დაათვალიერეს ომალოს ყოფილი აეროდრომის ტერიტორია, შეაფასეს საჰაერო მისადგომები, დაბრკოლებები, არსებული რელიეფი და ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სავარაუდო განთავსების კურსები.
აეროდრომის დაპროექტებამდე მიმდინარეობს მშენებლობისათვის განკუთვნილი შემოგარენის და საჰაერო სივრცის შეფასება, მის უსაფრთხოებისა და განვითარების პოტენციალის დადგენა.დასკვნას, თუ რამდენად არის შესაძლებელი ომალოში აეროდრომის მშენებლობა, ავიაციის სააგენტოს თანამშრომლები 2016 წლის ბოლომდე მოამზადებენ.
მთავრობა მიიჩნევს, რომ აეროდრომი ხელს შეუწყობს თუშეთის განვითარებას და რეგიონში მცხოვრებთა დამაგრების პროცესს, ასევე მნიშვნელოვანი იქნება ტურიზმის განვითარების კუთხითაც.




