მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 04  ოქტომბერი  2016

    ქარელში ხილის არყის საწარმოს მშენებლობაში 4,5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა

    ახალი ქართული ხილის არაყი ბაზარზე წლის ბოლოსთვის გამოჩნდება. ალკოჰოლურ სასმელს ქარელში მდებარე სპირტისა და არყის საწარმო „გრადო“ გამოუშვებს.

    როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა გიორგი გობეჩიამ „ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადა, პროდუქცია ძირითადად ექსპორტზე იქნება ორიენტირებული, თუმცა, ხილის არაყი საქართველოშიც გაიყიდება.

    გობეჩიას განცხადებით, ორიენტირებული ძირითადად ამერიკულ ბაზარზე იქნებიან, სადაც ხილის არაყზე მზარდი მოთხოვნა ფიქსირდება.

    „არყის წარმოება საქართველოში არის, მაგრამ ჩვენ ჩვეულებრივ არაყს არ ვაწარმოებთ. ჩვენ ვუშვებთ ხილის არყებს. საქართველოში არსებული არყები კი ძირითადად არის ხორბლისგან და ჭაჭისგან დამზადებული“,- აცხადებს გობეჩია და აღნიშნავს, რომ ქართულ ბაზარზე მას კონკურენტი არ ჰყავს.

    არყის რეალიზაციის ფასი დაახლოებით 15 ლარი იქნება.

    ქარხანაში 4,5 მილიონი დოლარი ჩაიდო და ხილს მწარმოებლები 800-მდე ადგილობრივი ფერმერისგან იბარებენ.


პარტნიორები