სიახლეები
-
დავით აღმაშენებლის გამზირზე N138-ში მდებარე უძრავი ქონება 9 840 250 ლარად გაიყიდა
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 9 840 250 ლარად ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე N138-ში მდებარე უძრავი ქონება შპს ,,სი ი ეფ სი“–ს საინვესტიციო პირობებით გადასცა.
შპს „სი ი ეფ სი“ ევრაზიული ქვეყნების საინვესტიციო და თანამშრომლობის სათაო ოფისის მოწყობას გეგმავს. ასევე, შეიქმნება ჩინურ-ქართული კულტურის ცენტრი. ამასთან, კომპანია უზრუნველყოფს შენობის ისტორიული და კულტურული იერსახის შენარჩუნებას.




