მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 01  ოქტომბერი  2016

    ქალაქ ზუგდიდში თანამედროვე მოსაცდელები დამონტაჟდება

    ზუგდიდის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებული შ.პ.ს. ,,ალმა ტრანსპორტი“ ქალაქის ტერიტორიაზე 24 მოსაცდელს მოაწყობს.
     4 მოსაცდელი უკვე განთავსდა ქალაქის ცენტრალურ უბნებში, ხოლო დანარჩენი 20 ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის განმავლობაში დამონტაჟდება.
     შ.პ.ს. ,,ალმა ტრანსპორტს“ მოსაცდელების მოსაწყობი ტერიტორია იჯარით გადაეცა. წლიური საიჯარო ქირა 6 875 ლარს შეადგენს.
     გთვაზობთ იმ ქუჩებისა და ადგილების ჩამონათვალს, სადაც 1 წლის მანძილზე ახალი მოსაცდელები დამონტაჟდება:
    ◎ ქ.ზუგდიდი, ზვ. გამსახურდიას გამზირი - ჭავჭავაძის ძეგლის წინ.
    ◎ქ.ზუგდიდი, ზვ. გამსახურდიას გამზირი - რესურსცენტრის წინ.
    ◎ ქ.ზუგდიდი, ზვ. გამსახურდიას გამზირი - პროკრედიტ ბანკთან.
    ◎ ქ.ზუგდიდი, ზვ. გამსახურდიას გამზირი - საქართველოს ფოსტის შენობის კუთხეში.
    ◎ ქ.ზუგდიდი, რუსთაველის ქუჩა - სავაჭრო ცენტრ ალიანსის წინ.
    ◎ ქ.ზუგდიდი, რუსთაველის ქუჩა - ცენტრალური სუპერმარკეტის (აგრალური ბაზარი) წინ.
    ◎ ქ.ზუგდიდი, რუსთაველის ქუჩა - N10 საბავშვო ბაღის წინ.
    ◎ ქ.ზუგდიდი, ქუჯის ქუჩა - რკინიგზის სადგურის წინ .
    ◎ ქ.ზუგდიდი, ცოტნე დადიანის ქუჩა - N4 საჯარო სკოლის წინ.
    ◎ ქ.ზუგდიდი, ი.ჭავჭავაძის ქუჩა - ყოფილი ფაიფურის ქარხნის წინ.
    ◎ ქ.ზუგდიდი, ხუბულავას ქუჩა - მომსახურების სააგენტოს წინ.
    ◎ ქ.ზუგდიდი, თამარ მეფის ქუჩა - ყოფილი საკონსერვო ქარხნის წინ.
    ◎ ქ.ზუგდიდი, თამარ მეფის ქუჩა - ყოფ. საკონსერვო ქარხნის მოპირდაპირე მხარეს (N8 კორპუსის წინ).
    ◎ ქ.ზუგდიდი, თამარ მეფის ქუჩა - მშენებარე ეკლესიის მიმდებარედ.
    ◎ ქ.ზუგდიდი, თამარ მეფის ქუჩა - N26 კორპუსის მიმდებარედ.
    ◎ ქ.ზუგდიდი, თამარ მეფის ქუჩა - N28 კორპუსის მიმდებარედ.
    ◎ ქ.ზუგდიდი, თამარ მეფის ქუჩა - N18 კორპუსის მიმდებარედ.
    ◎ ქ.ზუგდიდი, ხელაიას ქუჩა - (ლეხ კაჩინსკის მოედანი) კომბინატის ყოფ. დიაგნოსტიკური ცენტრის წინ.
    ◎ ქ.ზუგდიდი, ჯანაშიას ქუჩა - ფოლკლორის ცენტრ ,,ოდიშის" სასახლის წინ.
    ◎ ქ.ზუგდიდი, სოხუმის ქუჩა - ავტოსადგურის და პოლიციის სამმართველოს მიმდებარედ.
    ◎ ქ.ზუგდიდი, სოხუმის ქუჩა - ყოფილი პოლიტექნიკური კოლეჯის წინ.
    ◎ ქ.ზუგდიდი, სოხუმის ქუჩა - ყოფილი სოფლტექნიკის მიმდებარედ.
    ◎ ქ.ზუგდიდი, სოხუმის ქუჩა - პუშკინის და სოხუმის ქუჩების გზაჯვარედინი
    ◎ ქ. ზუგდიდი, კ. გამსახურდიას ქ.N206ა - ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ.


პარტნიორები