სიახლეები
-
აგარაში სპირტის მწარმოებელი საწარმო გაიხსნა
საწარმოში ამჟამად მუდმივად მუშაობს 50 ადამიანი, ჩამოსასხმელი ხაზის დამონტაჟების შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდება 60–მდე
► სიმძლავრე არის დღეში 50 ტონა ხილის მიღება-გადამუშავება, საიდანაც იწარმოება 3 ტონა მაღალი ხარისხის ხილის სპირტი. საწარმო წელიწადში ჩვეულ რეჟიმში მუშაობით 5 000 ტონას გადაამუშავებს
► ნაწარმოები პროდუქცია ძირითადად გავა ექსპორტზე. ამერიკაში, ევროკავშირის და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში
► საწარმო მშენებლობა დაიწყო 2016 წელს ქართული ინვესტიციით, კომპანია სარგებლობს იაფი აგრო კრედიტის კომპონენტით სესხის თანხა შეადგენს 600 000 აშშ დოლარს. აღნიშნულ თანხაზე კომპანია იხდის სესხის მხოლოდ 1%. დანარჩენ პროცენტს ფარავს სახელმწიფო
საწარმოების რუკა იხილეთ: http://apma.ge/maps/




