სიახლეები
-
ქალაქ ვალეში ვაჯა-ფშაველასა და ფარნავაზ მეფის ქუჩების გზების რეაბილიტაცია დაიწყო
ქალაქ ვალეში ვაჯა-ფშაველასა და ფარნავაზ მეფის ქუჩების გზების რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე გაეცნო.
პროექტის ფარგლებში გზაზე ასფალტო-ბეტონის ორფენიანი საფარი დაიგება და სანიაღვრე არხები მოეწყობა.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 283 000 ლარით ფინანსდება. სამუშაოებს კი შ.პ.ს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1“ ახორციელებს.




