სიახლეები
-
სუფსაში ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსი აშენდება
სუფსაში ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსი აშენდება. ინვესტორი ქართულ-ირანული კომპანია geopars-ია, რომელსაც პროექტის განსახორციელებლად, საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების სანაცვლოდ, სოფელ სუფსაში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი გადაეცემა. პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა და ღონისძიებას ინვვესტორებთან ერთად, პრემიერ მინისტრი და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. პროექტი სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება, ესენია: ნავთობგადამამუშავებელი საწარმო, პეტროქიმიის საწარმო და ლოგისტიკური ცენტრი. საწარმოს მშენებლობისთვის უახლოეს მომავალში გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტზე მუშაობა დაიწყება. წინასწარი გათვლებით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 1.5 მილიარდი დოლარია.




