სიახლეები
-
ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გვირაბისა და გზის მშენებლობას იწყება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, დაგეგმილია ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი 6 კილომეტრიანი გვირაბისა და 38 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობა.
პროექტის სავარაუდო ღირებულება 200 მლნ. აშშ დოლარია. პროექტირება 2016 წლის ოქტომბერში დაიწყება. უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები, სავარაუდოდ, 2018 - 2020 წლებში განხორციელდება.
პროექტის დასრულების შემდეგ, ლენტეხი-მესტიის მიმართულებით, გადაადგილების დრო 1.5 საათით შემცირდება.
ამ დროისათვის, აღნიშნულ გზაზე, დეტალური პროექტირების სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს.




