მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 28  სექტემბერი  2016

    ბათუმში კიდევ ერთი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო “EUPHORIA” გაიხსნა

    ბათუმში კიდევ ერთი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო “EUPHORIA” გაიხსნა.
    საზეიმო ლენტი საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა,აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და შპს "მეტრო ატლას ჯორჯიას" დამფუძნებელმა გალიფ ოზთურქმა გაჭრეს.
    სიტყვით გამოსლისას პრემიერ-მინისტრმა აჭარის რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ტურიზმის სფეროს განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა:
    "მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აჭარაში მთავრობა გეგმავს ძალიან საინტერესო პროექტებს მთიანი აჭარის განვითარების მიმართულებით. იგეგმება ხულო-ადიგენის გზის მშენებლობა, რომელიც უახლოეს დღეებში დაიწყება. ასევე გარემონტდება, თანამედროვე ევროპული სტანდარტების მიხედვით, ბათუმიდან ხულოსკენ მიმავალი გზა. განვითარდება კურორტ გოდერძის მიმართულება. ორიოდე დღის წინ საფუძველი ჩაეყარა ახალი 150-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას. ბათუმში არის დაგეგმილი უამრავი ახალი პროექტი, სასტუმრო კომპლექსების მშენებლობა, გასართობი ცენტრების მშენებლობა. რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება როგორც აქამდე, მომავალშიც განსაკუთრებულად წაახალისებს ტურიზმის სფეროს, ვინაიდან არცერთ სხვა დარგს არ აქვს დასაქმების ისეთი ძლიერი ეფექტი, როგორც ეს ტურიზმის შემთხვევაშია," - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
    ახალ ბულვარში მდებარე სასტუმრო “EUPHORIA” 100 მილიონი დოლარის ინვესტიციაა აჭარაში. 415 ნომრიან სასტუმროში რეგიონში ყველაზე დიდი 1500 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი განთავსდა. პროექტი 600 მოქალაქის დასაქმებას ითვალისწინებს. 14 სართულიან შენობაში კაზინო, ღია და დახურული საცურაო აუზები ფუნქციონირებს.
    სასტუმრო “EUPHORIA“ საქართველოში პირველი „all inclusive“ სასტუმროა.
    ოფიციალურ ცერემონიას ვიცე პრემიერი კახი კალაძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.


პარტნიორები