სიახლეები
-
26 სექტემბერი 2016
თქვენი რეკლამა
საქართველოს დედაქალაქში 700-ზე მეტი შენობაა, რომელთა ექსპლუატაციის ვადა უკვე ამოიწურა
საქართველოს დედაქალაქში 700-ზე მეტი შენობაა, რომელთა ექსპლუატაციის ვადა უკვე ამოიწურა.
ქალაქის ხელისუფლება ვაჟა-ფშაველას გამზირზე „ხრუშჩოვკების“ დემონტაჟსა და მათ ადგილზე ახალი შენობების აშენებას გეგმავს.
ძირითადად 1960-იან წლებში აგებული საცხოვრებელი სახლების ექსპლუატაციის ვადა 50 წელს შეადგენს. გარდა ამისა, „ხრუშჩოვკების“ მთავარი ნაკლი მინიმალური საცხოვრებელი ფართი და დაბალი ჭერია.
„არის შენობები, რომელთა ექსპლუატაციის ვადა ამოიწურა. გარდა ამისა, არის ავარიული შენობები, რომლებიც დედაქალაქის იერს ამახინჯებს. ვაჟა-ფშაველას გამზირზე დაგეგმილია „ხრუშჩოვკების“ განახლება და მათი ახალი შენობებით ჩანაცვლება“, — განაცხადა საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ხელმძღვანელმა ჯაბა სამუშიამ პრესკონფერენციაზე.
სამუშაოები რაც შეიძლება, მალე უნდა დამთავრდეს, რადგან დედაქალაქის ბიუჯეტს, მოსახლეობის განსახლების შემთხვევაში, ბინების დაქირავება ყოველწლიურად დაახლოებით 4 მლნ ლარი უჯდება, აღნიშნა სამუშიამ.
ამჟამად საინჟინრო სამუშაოები თბილისში 30 ობიექტზე მიმდინარეობს. დაგეგმილია კიდევ 56 ავარიული შენობის აღდგენა. დღესდღეობით თბილისში 700-ზე მეტი შენობაა, რომელთა ექსპლუატაციის ვადა ამოიწურა.