სიახლეები
-
26 სექტემბერი 2016
თქვენი რეკლამა
ქალაქ ვალის დასახლებაში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ქალაქ ვალის ე.წ „მეორე შახტის“ დასახლებაში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
პროექტის ფარგლებში, ამორტიზებული სახურავები მოთუთიებული, პროფილირებული თუნუქის ფურცლით შეიცვლება.
„მეორე შახტის“ დასახლებაში ჯამში 15 საცხოვრებელი კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია მოხდება, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
თუ ვინ განახორციელებს საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაციას ტენდერის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.