მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 26  სექტემბერი  2016

    სასტუმრო Hampton by hilton–ის მშენებლობა თბილისში ნოემბერში დაიწყება

    სასტუმრო Hampton by hilton–ის მშენებლობა თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე ნოემბერში დაიწყება. როგორც ბიზნესმენი დავით კოდუა აცხადებს, სასტუმროს ასაშენებლად მერიისგან ნებართვას ელოდება. 

    3-ვასრკვლავიანი სასტუმრო 130 ნომარიანი იქნება და მასში ინვესტიციის სახით 7 მილიონ დოლარამდე ჩაიდება. 

    „შენობის უკან იყო 2 გამხმარი ხე, რომლის მოჭრის ნებართვა მივიღე, თანხაც გადავიხადე და მერე უარი მითხრეს. ახლა შენობის პროექტის კორექტირებას ვაკეთებ, რომ 130 ნომერი გამოვიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მართვაში Hilton არ შემოდის“,- აცხადებს ბიზნესმენი. 

    მისი თქმით, მშენებლობის ნებართვის მიღების შემდეგ სასტუმროს მშენებლობა 9 თვეში დასრულდება, შემდეგ კი შიდა სარემონტო სამუშაოები დაიწყება. ბიზნესმენი ვარაუდობს, რომ Hampton by hilton–ის სასტუმროს 2018 წლის დასაწყისში გახსნის.

     

     

     

     

     


პარტნიორები