სიახლეები
-
08 აპრილი 2016
თქვენი რეკლამა
„m² ნუცუბიძეზე“ ჩამოიშალა ფასადი, სიმართლეს არ შეესაბამება !
ძვირფასო მომხმარებლებო,
გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს „m² ნუცუბიძეზე“ ჩამოიშალა ფასადი, სიმართლეს არ შეესაბამება.
სამუშაოები ფასადზე რამდენიმე დღის წინ დაიგეგმა, რის შესახებაც მაშინვე ეცნობათ „m² ნუცუბიძის“ მაცხოვრებლებს (იხ. ფოტო). ასევე, შეგიძლიათ იხილოთ ხარაჩოს ფოტო, გადაღებული 6 აპრილს, რომელზეც დათბუნების მცირე ნაწილის დემონტაჟი და სამუშაო პროცესია ასახული.
აპრილის დასაწყისში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა ფასადის 2 ფილა. კომპანია m²-მა დაავალა სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელ კომპანია „ანაგს“ ფასადის სრული რევიზია და გადაწყდა, რომ აღმოსავლეთის ფასადი დ ბლოკში მთლიანად გამოცვლილიყო. ამის შემდეგ მოხდა ფასადის დათბუნების დემონტაჟი და გავრცელებულ ფოტოებზე სწორედ დემონტაჟის შედეგია.
სამშენებლო კომპანია ანაგი თავად ფარავს დათბუნების დემონტაჟისა და ხელახალი მონტაჟის ღირებულებას. ფილები თავიდან მიეკვრება უფრო ძლიერი ადჰესიური მასალის გამოყენებით, რომელსაც მოჭიდების უკეთესი მახასიათებლები აქვს, გათვლილი უფრო მკაცრ კლიმატურ პირობებზე.
ნებისმიერი სხვა სახის გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ემსახურება კომპანიის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას.