მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 23  სექტემბერი  2016

    მარტვილში მდ. ტეხურაზე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა დაიწყო

    მარტვილის მუნიციპალიტეტში, მდინარე ტეხურაზე ჰიდროელექტროსადგურ(ებ)ის კასკადის მშენებლობა დაიწყო. ჩატარდა გეოლოგიური სამუშაოები, რომლებიც ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა უახლესი ტექნოლოგიით განახორციელეს. გეოლოგიური კვლევა ჩაუტარდა ,,ხიფა“, ,,ცხიმარასა“, ,,ნობულევის“, ,,ლეჩეხასა“ და ,,ერჯიას“ ჰესებს. სამუშაოების მიმდინარეობა ადგილზე დაათვალიერა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ, გამგებლის მოადგილესთან დავით სილაგავასთან ერთად და მოსახლეობასა და მუშახელს გაესაუბრა.

    ,, ეს პროექტი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტია, როგორც ენერგეტიკული, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. ამ პროექტის განხორციელებით სახელმწიფო, მუნიციპალიტეტი და ადგილობრივი მოსახლეობა მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებს. ჰიდროელექტროსადგურების კასკადის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ მისი საბალანსო ღირებულების 1% (ქონების გადასახადი, მ.შ მიწის) აღირიცხება მარტვილის ადგილობრივ ბიუჯეტის შემოსავლებში. პროექტი ოთხ წლიანია და მისი საინვესტიციო სავარაუდო ღირებულება 220,0 მილ. აშშ დოლარს შეადგენს“, - აღნიშნა ალექსანდრე გრიგალავამ.

    პროექტის ხელმძღვანელების განცხადებით, მშენებლობაზე 700 ადამიანია დასაქმებული, ხოლო სხვადასხვა ეტაპზე ჯამურად დასაქმდება 2600 ადამიანი, ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ დასაქმდება საერთო ჯამში 200-მდე ადამიანი.


პარტნიორები