მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 23  სექტემბერი  2016

    საქართველოში Golden tulip-ის ბრენდის პირველი სასტუმრო იხსნება

    საინვესტიციო კომპანია „ბლოკ ინვესტი" სასტუმრო Golden tulip-ის მშენებლობაში 12 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას ახორციელებს. როგორც კომპანიის წარმომადგენელი თორნიკე ჯანაშვილი „კომერსანტთან" განმარტავს, სასტუმროს მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და მისი გახსნა 2017 წლის გაზაფხულზე იგეგმება.

    ჯანაშვილის თქმით, სასტუმრო, რომელიც Golden tulip-ის ბრენდით იქნება წარმოდგენილი 80 ნომრიანია და „შერატონის" მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.


    „ბლოკ ინვესტი" საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც აქტიურად მოღვაწეობს უძრავი ქონების ბაზარზე. კომპანია მომავალ წელს სასტუმრო "თორის ნაცვლად "პარკ ინ ბაი რედისონის" სასტუმროს გახსნის. 


პარტნიორები