მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 23  სექტემბერი  2016

    ახალი ტფილისის ,,მონაწილეთა" უნიკალური ფოტო კადრები - THOUSE.GE - სგან

    Thouse.ge -  გთავაზობთ კიდევ ერთ ახალი ტფილისის განვითარების ფოტო კადრებს, ამჯერად კი  ეკუთვნის ვინც უშუალოდ  მონაწილეობს იღებს ახალი ტფილისის განვითარებაში. ჩვენი გვერდის მომხარებელს ვთავაზობთ ამ უნიკალურ ფოტოებს

     

    პროექტ „ახალი ტფილისის“ რეაბილიტაციის პროცესში, დავით აღმაშენებლის გამზირ N36 - ში სადარბაზოს მხატვრობის რესტავრაციისას, მე- 2 სართულის კედელზე შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ კიდევ ერთი სცენა გამოიკვეთა.
    დავით აღმაშენებლის გამზირ N36 - ის სადარბაზოს კედლებზე გამოსახული „ვეფხისტყაოსნის“ სცენები მიხეილ ზიჩის ილუსტრაციის მიხედვითაა შესრულებული


     

    დავით აღმაშენებლის გამზირზე N26-ში კედლების დამუშავებისას, სადარბაზოს მე-3 სართულზე კიდევ ერთი საინტერესო ფრაგმენტი გამოჩნდა - წყლის პირას მჯდომი იაპონელი ქალის სიუჟეტი.

     

     

    N26-ში აღმოჩენილი სადარბაზოს მხატვრობა ერთ-ერთი საინტერესოა, იმ ისტორიულ ფრაგმენტებს შორის, რომლებიც სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს არის აღმოჩენილი

     

    აღმაშენებლის N26 - ის სადარბაზოს კედლებზე, XX საუკუნის მხატვრობა აღმოჩნდა

    დავით აღმაშენებლის გამზირ N53 - ში შენობის ფასადზე არსებულ ძველ მხატვრობას რესტავრაცია ჩაუტარდა. აღნიშნულ ობიექტზე, სამუშაოებს კედლის მხატვრობის პროფესიონალი რესტავრატორები აწარმოებდნენ

     

    1903 წელს საზოგადო მოღვაწის და მეცენატის, ერასტი ჭავჭანიძის მიერ აგებულ ისტორიულ სახლს სრული რეაბილიტაცია უტარდება. სახლის მხატვრული სადარბაზოს რესტავრაცია, რომელის აღდგენაზე პროფესიონალი რესტავრატორები მუშაობდნენ, ივნისის ბოლოს დასრულდა, ხოლო შენობის მთლიანი რეაბილიტაცია, წლის ბოლომდე დასრულდება 


     

    აივნების ჭედური მოაჯირები იხსნება, იწმინდება, შემდეგ მათი დაკარგული და დაზიანებული დეტალების აღდგენა ხდება, ბოლოს იმ ფერში იღებება, რაც სახელოვნებთმცოდნეო კვლევის მიხედვით თავდაპირველად იყო.
    რაც შეეხება რკინის კონსტრუქციით არის დაფარული აივნის ბაქნები, ხდება მათი დაზიანებული ნაწილების რესტავრაცია.

     

    გამზირზე მთლიანად შეიცვალა სასმელი წყლის მიწოდების ცენტრალური მილი, საკანალიზაციო და სანიაღვრე ქსელები, გაკეთდა მანამდე არ არსებული სადრენაჟე სისტემა, ასევე იცვლება გაზმომარაგების ქსელი და მაღალი ძაბვის და სუსტი დენების გაყვანილობა

     

     

    #ახალიტფილისი2016

    @საქართველოს სამშენებლო პროექტები - THOUSE.GE


პარტნიორები