სიახლეები
-
22 სექტემბერი 2016
თქვენი რეკლამა
საქართველოში 8 მინიტექნოპარკის მშენებლობაა დაგეგმილი
პირველი მინი ტექნოპარკი ზუგდიდში გაიხსნება. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ქაშიბაძე „ბიზნესკონტრაქტთან“ აცხადებს, რომ მინი ტექნოპარკი იგივე შინაარსის იქნება, რაც თბილისში, თუმცა, გარკვეული სპეციფიკით მაინც იქნება გამორჩეული. კერძოდ, ზუგდიდის ტექნოპარკი 3D პრინტერების გამოშვებაზე იქნება ორიენტირებული.
ირაკლი ქაშიბაძის განმარტებით, ზუგდიდში აღმოჩდნენ კონკრეტული ადამიანები, ვისაც 3D პრინტერების გამოშვების გამოცდილება უკვე აქვთ, შესაბამისად, რეგიონის ტექნოპარკისთვის სწორედ ეს სპეციფიკა შეირჩა.
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ მინი ტექნოპარკები საქართველოს ყველა დიდ ქალაქში გაიხსნება, მათ შორის ბათუმში, ქუთაისში, ახალციხესა და თელავში. ამ დროისთვის სულ 8 მინიტექნოპარკის მშენებლობაა დაგეგმილი.