სიახლეები
-
22 სექტემბერი 2016
თქვენი რეკლამა
თბილისში French Town შენდება
დეველოპერული კომპანია „უნიქს დეველოპმენტი" ფრანგული უბნის მშენებლობას 2018 წლის შემოდგომაზე დაასრულებს. საუბარია, ევროპული დონის, ახალ საცხოვრებელ კომპლექსზე, რომელიც საკუთარ თავში, ბინების გარდა სრულყოფილ ინფრასტრუქტურასაც გულისხმობს. პროექტში ბინებთან ერთად გათვალისწინებულია დიდი ეზო, სპორტული მოედნები, სკვერი, გამწვანება, საბავშვო ბაღი, ფრანგული საფუნთუშე და კაფეტერია.
როგორც კომპანია „უნიქს დეველოპმენტში" განმარტავენ, მშენებლობა მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის ქ.#10-ში (ქერჩის ქუჩის მახლობლად ) 30 000 კვ.მ. მიწის ფართობზე მიმდინარებს. პროექტი მოიცავს 5 მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს და ჯამში 1069 ბინას. კომპანიაში ამბობენ, რომ მშენებლობა რამდენიმე თვის წინ დაიწყო და ორ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპი 2017 წლის აგვისტოს სრულდება, მთლიანი მშენებლობა კი 2018 წლის შემოდგომაზე დამთავრდება.
როგორც კომპანიაში ამბობენ, ფრანგული უბნის ხელმისაწვდომობას განაპირობებს არა მარტო ფასები და გადახდის პირობები, არამედ ბინის ოპტიმალური ზომაც. პროექტში ძირითადად მცირე ზომის ბინებია მოცემული, მათი კვადრატულობა 35 კვ.მ.-დან იწყება და საკუთარ თავში მოიაზრებს სტუდიოს ტიპის ოროთახიან ბინას იზოლირებული საძინებლით. ფრანგულ უბანში ბინების კვადრატულობა მერყეობს 35 კვ.მ.-დან 123 კვ.მ.-მდე.
„უნიქს დეველოპმენტში" განმარტავენ,რომ ფრანგულ უბანში წინასწარი გაყიდვები ოქტომბერში დაიწყება.
კითხვაზე, თუ როგორ გეგმავს ბაზარზე ახლადაფუძნებული კომპანია კონკურენციის გაწევას, „უნიქს დეველოპმენტში" აცხადებენ, რომ ბაზარი ნამდვილად აქტიური და კონკურენტულია, ბევრი ახალი მოთამაშეა და მომხმარებლებიც ყოველ დღე ახალ შეთავაზებებს ეცნობიან. მიუხედავად ამისა, მათი შეფასებით, კომპანია „უნიქს დეველოპმენტი" მომხმარებლებს უფრო მოქნილ პირობებს სთავაზობს.
„ძირითადად საუბარია წერტილოვან მშენებლობებზე, რომლებსაც არ აქვთ საკუთარი სივრცე, ინფრასტრუქტურა და მომხმარებლებს მხოლოდ ოთხ კედელ შორის მოქცეულ ბინებს სთავაზობენ. ასეთ კომპანიებს უმეტესად არ აქვთ გადახდის მოქნილი მექანიზმები და ძირითადად გაყიდვებიდან შემოსული სახსრებით აწარმოებენ მშენებლობას. ეს განაპირობებს დეველოპერის მხრიდან დათქმული ვადების დარღვევას და მომხმარებლების უკმაყოფილებას. მაშინ როდესაც ჩვენი კომპანია წინასწარ ინვესტირებული ფინანსებით ახორციელებს პროექტს და გაყიდვებისგან დამოუკიდებლად აწარმოებს სამშენებლო სამუშაოებს", -აცხადებენ „უნიქს დეველოპმენტში".რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კომპანია ფრანგული უბნის მშენებლობის პარალელურად,თბილისის სხვადასხვა უბანში რამდენიმე შედარებით მცირე მასშტაბის პროექტის ჩაშვებას გეგმავს.
დეველოპერული კომპანია „უნიქს დეველოპმენტი" 2010 წელს, ევროპული ინვესტიციებით დაარსებული კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე ძირითადად კომერციული დანიშნულების ობიექტების მშენებლობით და მართვით იყო დაკავებული.