სიახლეები
-
ბაკურიანში 2 ქუჩაზე გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
დაბა ბაკურიანში მთის და ფარნავაზ მეფის ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო. ორივე ქუჩაზე ჯამში 1 105 მ გზის მონაკვეთი მოასფალტება.
ასფალტოვან საფართან ერთად გზის გარკვეულ მონაკვეთებზე არმირებული ბეტონიც დაიგება. პროექტის ფარგლებში მთის ქუჩაზე გათვალისწინებულია ასევე სანიაღვრე ქსელის მოწყობა. უნდა აღინიშნოს, რომ სულ ცოტა ხნის წინ მთისა და ფარნავაზის ქუჩებზე, ასევე იაგორას ველზე საკანალიზაციო ქსელის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.
ბაკურიანში საკანალიზაციო სისტემისა და გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან ჯამში 946 731 ლარი გამოიყო.




