მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 22  სექტემბერი  2016

    ზუგდიდის აეროპორტის მშენებლობით არცერთი კომპანია არ დაინტერესდა

    ზუგდიდის აეროპორტის მშენებლობით არცერთი კომპანია არ დაინტერესდა. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ აეროპორტის მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვა მეორედ გამოაცხადა, არცერთ კომპანიას აეროპორტის მშენებლობის სურვილი არ გამოუთქვამს. ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ განუცხადეს.

    გამოცხადდება თუ არა ინტერესთა გამოხატვა ზუგდიდის აეროპორტზე მესამედ, აეროპორტების გაერთიანებაში ვერ აკონკრეტებენ და აცხადებენ, რომ ამ ეტპაზე ყურადღება ამბროლაურის აეროპორტისკენ აქვთ მიპყრობილი.

    ბოლოს ინტერესთა გამოხატვა ივლისში გამოცხადდა. ხელშეკრულების მიხედვით, დაინტერესებულ კომპანიას ზუგდიდის აეროპორტი იჯარით და ოპერირების უფლებით გადაეცემოდა.

    გამარჯვებულ კომპანიას აეროპორტის მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში უნდა დაეწყო, 18 თვეში კი აეროპორტის მშენებლობა უნდა დაესრულებინა.
    ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობისკენ კომპანიებს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმაც მოუწოდა.

    ინტერესთა პირველი გამოხატვა აეროპორტზე მაისში იყო გამოცხადებული.


პარტნიორები