მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 22  სექტემბერი  2016

    ხაშურში ცენტრალური მოედნის და ადმინისტრაციული შენობის ფასადის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

    ქალაქ ხაშურში ცენტრალური მოედნის და ადმინისტრაციული შენობის ფასადის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ავტომობილების არასწორი პარკირების თავიდან ასაცილებლად, დაგეგმილია საავტომობილო სადგომების მოწყობა. გაიზრდება მოძრაობის ზოლების რაოდენობა და ისინი გზაგამყოფი კუნძულებით გაიმიჯნება. ყინვისას, ავტომობილების მოძრაობის უსაფრთხოებისთვის, წრის გარშემო დაიგება ქვაფენილი. გაკეთდება გზის მონიშვნები, რაც გააუმჯობესებს საავტომობილო და საფეხმავლო გადაადგილებას. მოედნის შუაგულში დამონტაჟდება საათი, მიმდებარე ტერიტორია კი გამწვანდება და განათდება. პროექტის ფარგლებში, აღდგება და შეიღებება ადმინისტრაციული შენობის ფასადიც. სამუშაოებს ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს და მისი საერთო ღირებულება 198 498 ლარია. მოსახლეობა კეთილმოწყობილი ცენტრალური მოედნით სარგებლობას ნოემბრის დასაწყისიდან შეძლებს.


პარტნიორები