მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 22  სექტემბერი  2016

    საქართველოში ჩამოსული ტურისტები შეძლებენ ეწვიონ კავკასიაში ყველაზე დიდ ჰიდროელექტროსადგურს – ენგურჰესს

    უახლოეს პერიოდში კაშხალთან მოაწყობენ ტურისტულ სივრცეს მუზეუმებითა და ვიზიტორების ცენტრით.

    საქართველოში ჩამოსული ტურისტები შეძლებენ ეწვიონ კავკასიაში ყველაზე დიდ ჰიდროელექტროსადგურს – ენგურჰესს.

    ჰიდროელექტროსადგური ტექნიკური და საინჟინრო ნაგებობების უნიკალურ კომპლექსს წარმოადგენს, სადაც მოეწყობა სამუზეუმო–საინფორმაციო სივრცე ტურისტებისთვის, აღნიშნულია საქართველოს ენერგიტიკის სამინისტროს განცხადებაში.

    ენგურის ჰიდროელექტროსადგური — უდიდესი ჰესი ამიერკავკასიაში. მდებარეობს მდინარე ენგურზე. აშენდა 1961-1978 წლებში. ენგურჰესი ჰიდროელექტროსადგურების კასკადია, რომელშიც შედის თვით ენგურჰესი, რომლის დადგენილი სიმძლავრეა 1300 ათ. კვტ (5 აგრეგატი, თითოეული 260 ათ. კვტ სიმძლავრის), ვარდნილჰესი № 1 (სიმძლავრე 220 ათ. კვტ) და სამი 40-ათ. კვტ სიმძლავრის ჰესი.

    ენგურჰესის თაღოვან კაშხალს მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის სტატუსი. ენგურჰესის კაშხალი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა, ხოლო მართვის პულტი – აფხაზეთის მხარეს. საქართველოს მთავრობა უახლოეს პერიოდში აპირებს დაიწყოს პროცედურები, რათა ენგურჰესის თაღოვანმა კაშხალმა UNESCO- ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში დაიკავოსადგილი.


პარტნიორები