სიახლეები
-
21 სექტემბერი 2016
თქვენი რეკლამა
სალხინო-ლეცავე-ბალდის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის დასრულდა
სალხინო-ლეცავე-ბალდის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დასრულდა. დასრულებული ობიექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ გიორგი გოროზიამ და ადილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, ასევე საზედამხედველო კომპანია ,,EPTISA”-მ ჩაიბარა და თვლიან , რომ სამუშაოები შესრულებულია არსებული პროექტის ხარისხის მოთხოვნათა შესაბამისად.
სამი სოფლის, სალხინო-ლეცავე-ბალდას დამაკავშირებელი 6,5 კმ-იანი გზის მშენებლობა მარტვილის მუნიციპალიტეტის ტურისტული მარშრუტის მნიშვნელოვანი მონაკვეთია. გზის საფარის გარდა, ობიექტზე მოეწყო კომუნიკაციები - ლითონის მილხიდები, სანიაღვრე არხები და სხვა. აღსანიშნავია, რომ ამ გზის კეთილმოწყობის სამუშაოები პირველად ჩატარდა, წლების განმავლობაში ფაქტობრივად ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული იყო. პროექტის განხორციელების შედეგად, მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდა და როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისათვის გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდა.
➤ სალხინო - ლეცავე - ბალდის დამაკავშირებელი გზის მონაცემები შემდეგნაირია:
➢ პროექტის ღირებულება - 1,704,877.70 ლარი;
➢სამუშაოზე დასაქმებული იყო - 70 ადამიანი;
➢ პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება;
➢ დამკვეთი - მუნიციპალური განვითარების ფონდი.