სიახლეები
-
21 სექტემბერი 2016
თქვენი რეკლამა
გრიგოლიშში ცენტრალური გზის რეაბილიტაციის I ეტაპი დასრულდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გრიგოლიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, ცენტრალური გზის რეაბილიტაციის I ეტაპი დასრულდა. გრიგოლიშში 4200 მეტრი სიგრძის გზის რეაბილიტაცია იგეგმება. ამ ეტაპზე კი რკინა-ბეტონის საფარი 1500 მეტრ სიგრძეზე დაიგო. გზის სიგანე 5.6 მეტრია. გზის მთელ სიგრძეზე აგრეთვე მოეწყო რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი.
პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 564 999 (ხუთას სამოცდაოთხი ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტ) ლარს შეადგენს.