მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 21  სექტემბერი  2016

    საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდა

    საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია. 6 ქარის ტურბინა თითოეული 3.45მგვტ დადგმული სიმძლავრით, უკვე დამონტაჟებულია.

    ოქტომბერი-ნოემბრის თვეებში განხორციელდება ელექტროსადგურის ტესტირების პროცედურები საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რათა მოხდეს შერჩეული ტურბინის მიმართ ენერგიის გამომუშავების შემოწმება. ქარის ტურბინების დამონტაჟებას ახორციელებს მსოფლიო ბაზარზე ლიდერი მიმწოდებელი კომპანია „ვესტას ბენილუქსი“.

    შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ არსებული და რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოადგენს სახელმწიფოს შვილობილ კომპანიას სადაც საწესდებო კაპიტალის მფლობელებს წარმოადგენენ სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“(შემდგომში – „GEDF”) და სს „საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაცია“(GOGC). GEDF არის კომპანიის საწესდებო კაპიტალის 50.01%-იანი წილის მფლობელი ხოლო GOGC – 49.99%.

    პროექტის ფინანსირების მიზნით აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან. ბანკის მოთხოვნების საფუძველზე, პროექტის ღირებულების 30% უნდა მიიღოს კომპანიამ მისი პარტნიორებისაგან ხოლო დანარჩენი 70%-ის დაფინანსებას განახორციელებს ბანკი გაცემული სესხის საფუძველზე. 2016 წლის 11 იანვარს, შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურს“ და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 24 000 000 აშშ დოლარის გამოყოფა მოხდა პროექტის ფინანსირებისათვის.

    ქართლის ქარის ელექტროსადგური ხელს შეუწყობს მთავრობის სტრატეგიას, რომელიც დაბალემისიანი გენერაციის განვითარებას და ზამთრის სეზონზე ქვეყნის მოთხოვნის ნაწილის ქარის ენერგიით დაკმაყოფლებას ითვალისწინებს


პარტნიორები