მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 20  სექტემბერი  2016

    სოფელ სალხინოში ღვინის საწარმოს „როიალ დადიანის“ მშენებლობა მიმდინარეობს (+ფოტო)

    მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში ღვინის საწარმოს „როიალ დადიანის“ მშენებლობა მიმდინარეობს. მშენებლობის მიმდინარეობა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ მერაბ ქვარცხავამ დაათვალიერა. საწარმო ღვინის, სპირტის და ალკოჰოლური სასმელების წარმოებას გეგმავს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის“ პროექტის ფარგლებში, შპს „როიალ დადიანზე“ მშენებლობისთვის გაიცა 350000 დოლარის გრანტი და 10000 დოლარის აგროსესხი. საწარმო ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ გეგმავს 100 000 ბოთლი ღვინის წარმოებას. სამშენებლო სამუშაოებს შპს „დაგი“ ახორციელებს, ამჟამად სამუშოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. საწარმოს გახსნა ოქტომბერში იგეგმება.

     


პარტნიორები