სიახლეები
-
20 სექტემბერი 2016
თქვენი რეკლამა
ბოხვაური-შემოქმედის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო
ოზურგეთის მუნიციპალიტეში ბოხვაური-შემოქმედის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო
• საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ბოხვაური-შემოქმედის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარეობს ასფალტობეტონის საფარის მოწყობა.
პირველ ეტაპზე დასრულდება 975 მეტრიანი საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია. მოასფალტებამდე განხორციელდა ხიდების, მილხიდებისა და მოსახლეების ეზოს მიმდებარე გადასასვლელების არმირება და დაცემენტება. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება, რომელსაც ინდ. მეწარმე დავით სიჭინავა ახორციელებს შეადგენს - 398 841 ლარს.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი- მერაბ ჭანუყვაძე გაეცნო.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით წელს სოფელ ბოხვაურში დამონტაჟდა გარე განათების ლამპიონები. მიმდინარეობს ამბულატორიის სარემონტო სამუშაოები. დასრულდა სტადიონის შემოღობვა-რეაბილიტაცია. მოეწყო გაბიონები. დასრულდა მინი-სტადიონის რეაბილიტაცია.