სიახლეები
-
სოფელ გოგიაშვილებში სარწყავი არხის მშენებლობა დასრულდა
პროექტის ფარგლებში მოეწყო 1.700 მ სიგრძის ახალი მაგისტრალი, წყალშემკრები, წნევადამხშობი და გამანაწილებელი აუზები, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 31 000 ლარი დაიხარჯა. გოგიაშვილების სარწყავი არხი, რომლითაც 40 ოჯახი სარგებლობს, ადრეულ გაზაფხულზე განვითარებული სტიქიის დროს იმდენად გამოვიდა მწყობრიდან, რომ ახლის მშენებლობა გახდა აუცილებელი. სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოსავლიანობის გაზრდის მიზნით ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის პროექტი მნიშვნელოვანია.
სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა ,,ემტ" ახორციელებდა.





