მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 19  სექტემბერი  2016

    2016 დევნილი ოჯახისათვის, ზუგდიდში, 26 თორმეტსართულიანი კორპუსის აშენება იგეგმება

    ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, 4 თორმეტსართულიანი კორპუსის მშენებლობა დაიწყო, სადაც ბინას 288 დევნილი ოჯახი მიიღებს.

    4 კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „დაგი“ განახორციელებს.

    ამ ეტაპზე, ბარამიას ქუჩაზე უკვე მიმდინარეობს 2 თორმეტსართულიანი კორპუსის სამშენებლო სამუშაოები 144 დევნილი ოჯახისთვის, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება.

    სულ ჯამში ზუგდიდში, 26 თორმეტსართულიანი კორპუსის აშენება იგეგმება, 2016 დევნილი ოჯახისათვის. რაც ზუგდიდის რაიონში დევნილთა განსახლების მწვავე პრობლემას გადაჭრის.
     


პარტნიორები