მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 19  სექტემბერი  2016

    ახალი ტფილისის I ეტაპის სამუშაოების ნაწილი დასრულდა ( THOUSE.GE ვიდეო კადრებს გთავაზობთ )

    დავით აღმაშენებლის გამზირზე პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში სარეკონსტრუქციო სამუშაოები გრძელდება. 
    THOUSE.GE - გთავაზობთ უნიკალურ  ვიდეო კადრებს 


    პროექტი #ახალიტფილისი
    I ეტაპის ძირითადი სამუშაოები დასრულდა
    ✔ 47-მდე ისტორიულ შენობაზე დასრულდა მხატვრულ - დეკორატიული დეტალების რესტავრაცია
    ✔ 43 მისამართზე შეიცვალა კარ-ფანჯარა და ვიტრაჟები; რესტავრაცია ჩაუტარდა ქუჩის მხარეს გამავალ ყველა სახლის აივანს



    ✔ დავით აღმაშენებლის გამზირზე მარჯანიშვილის მოედნიდან - ზაარბრიუკენის მოედნამდე რესტავრაცია-რეაბილიტაცია 47 ისტორიულ შენობას ჩაუტარდა, რომელთა შორის 38 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია
    ✔ 42 მისამართზე რესტავრირებულია სადარბაზოს კარი და ჭიშკრები
    ✔ 37 მისამართზე არსებული ისტორიული შენობა კონსტრუქციულად გამაგრდა
    ✔ 38 სახლის ძველი სახურავი შეიცვალა შესაბამისი ფერის ახალი თუნუქის მაღალი ხარისხის მასალით
    ✔ დასრულდა აღმაშენებლის N36-ში მხატვრული სადარბაზოს რესტავრაცია და N26-ში აღმოჩენილი სადარბაზოს მხატვრობის კონსერვაცია



    ✔ გამზირზე მთლიანად შეიცვალა სასმელი წყლის მიწოდების ცენტრალური მილი და საკანალიზაციო და სანიაღვრე ქსელები, გაკეთდა მანამდე არ არსებული სადრენაჟე სისტემა, გამოიცვალა გაზმომარაგების ქსელი და მაღალი ძაბვის გაყვანილობა

    ✔ საკომუნიკაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, დავით აღმაშენებლის გამზირზე კეთილმოწყობის სამუშაოები ორ - საავტომობილო და საფეხმავლო ზონაში განხორციელდა:
    საფეხმავლო ნაწილში დაიგო ქვაფენილის სხვადასხვა სახეობა, ხოლო საავტომობილო ქუჩაზე დაიგო ასფალტის ახალი საფარი

     


    თბილისის ვიცე-მერი ,,რუსთავი 2''-ის გადაცემაში ,,სხვა შუადღე''
    Lasha Abashidze-მ პროექტ #ახალიტფილისის ფარგლებში ჩატარებული და მიმდინარე სამუშაოების შესახებ ისაუბრა

     

     

    გაეცანით წინა პოსტს: ფოტო კადრები

    ახალი ტფილისის უნიკალური კადრები, აღმაშენებლის გამზირის განახლებული იერსახე THOUSE.GE ფოტო კადრებს გთავაზობთ


პარტნიორები