სიახლეები
-
19 სექტემბერი 2016
თქვენი რეკლამა
ორბელიანების სასახლეში სასტუმრო „მუზეუმი“ გაიხსნა, რომელიც 46 ნომერს, სამ რესტორანსა და საკონფერენციო სივრცეს მოიცავს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისის ისტორიულ ნაწილში, ახალი სასტუმრო „მუზეუმი“ გახსნა. მასთან ერთად, სასტუმროს გახსნას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო.
სასტუმრო „მუზეუმი“, რომელიც თავად ორბელიანების ერთ-ერთ ისტორიულ სასახლეშია განთავსებული, ამჟამად 46 ნომერს, სამ რესტორანსა და საკონფერენციო სივრცეს მოიცავს. გათვალისწინებული იქნა ყველა მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ორბელიანების ისტორიულ სასახლეს გააჩნდა, მათ შორის, ინტერიერი და აივნები. სასტუმროს მართვას ახორციელებს ამერიკული მენეჯმენტ ჯგუფი “Key Hospitality”. ამჟამად სასტუმროში 80 ადამიანია დასაქმებული.
პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მხოლოდ 2013-15 წლებში, საქართველოში 508 განთავსების ობიექტი შევიდა ექსპლუატაციაში, რაც ქვეყანაში არსებული სასტუმროების ფონდის 41 პროცენტია.