სიახლეები
-
19 სექტემბერი 2016
თქვენი რეკლამა
სასტუმროების ასაშენებლად ეკონომიკის სამინისტროს საპრივატიზაციოდ 50 მსხვილი ობიექტი გამოაქვს
"ბიზნესკონტრაქტისთვის" ექსკლუზიურად ცნობილი ხდება, რომ ეკონომიკის სამინისტროს, მის ბალანსზე არსებული 50 მსხვილი ობიექტი სასტუმროების ასაშენებლად გამოაქვს.
როგორც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ეკა სისაურმა "ბიზნესკონტრაქტს" განუცხადა, პროექტის პრეზენტაცია, სადაც სახელმწიფო კერძო სექტორს საპრივატიზაციოდ კონკრეტულ ობიექტებს წარუდგენს, რამდენიმე დღეში გაიმართება. სავარაუდოდ, აღნიშნულ 50 ობიექტშო შევა ისეთი მსხვილი ობიექტები, როგორებიცაა: წყენთის სამთავრობო აგარაკები, კურორტი ახტალა, მესტიის რეზიდენცია და თბილისის ბალნეოლოგიური კურირტი.
"ჩვენ ვაპირებთ 50 ობიექტის წარმოდგენას სასტუმროების მიმართულებით და ასევე დასასვენებელი ტურისტული ადგილებისთვის რაიონებში განსაზღვრულია რამდენიმე ლოკაცია. პროექტის პრეზენტაციაზე ვისაუბრებთ რომელ ობიექტებს მოიცავს ეს 50 ობიექტი, თუმცა ნებისმირი დაინტერესებული პირის საფუძველზე ვიხილავთ ნებისმიერ ობიექტს, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია და კანონმდებლობით ექვემდებარება პრივატიზებას"-განაცხადა ეკა სისაურმა.