მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 16  სექტემბერი  2016

    გიორგი კვირიკაშვილმა, ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტის პრეზენტაცია გამართა

    დღეს ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა...
    მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ყველაზე მასშტაბური კომპონენტის პრეზენტაცია დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამართა.
    მთლიანობაში, 2020 წლის ჩათვლით დაგეგმილია 1000 კმ-მდე საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია, რომლის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 3,5 მილიარდ დოლარს შეადგენს, მათ შორის იგეგმება 550 კმ ავტომაგისტრალის მშენებლობა, ასევე, 800 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია.
    იგეგმება 300-მდე სახიდე გადასასვლელის და 50 საავტომობილო გვირაბის მშენებლობა.
    სივრცითი მოწყობა ასევე ითვალისწინებს რკინიგზის სადგურების, პორტებისა და აეროპორტების აშენებას და რეაბილიტაციას, არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას და ახლის შექმნას.


პარტნიორები